სამეურვეო საბჭოს წევრები
მაია აბრამიშვილი
რუსუდან ვარადაშვილი
ხატია ლაშქარაშვილი
მანანა ბასილაშვილი
ნათია მუმლაძე
მანანა ბასილაშვილი

მე, მანანა ტელმანის ასული ბასილაშვილი, დავიბადე 1963 წლის 2 ივნისს ქ. თელავში სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 1969 წლის სექტემბერში შევედი თელავის რუსულ სკოლაში. 1974 წელს, მამის სამსახურეობრივი მივლინების გამო, ოჯახით გადავედით საცხოვრებლად პოლონეთში. 1974-1978 წლებში ვსწავლობდი ქ. ლეგნიცას №30 საშუალო სკოლაში. 1978 წელს გადავედით საცხოვრებლად აზერბაიჯანის ქალაქ შამქორში, სადაც შევედი რუსულ სკოლაში. 1979 წელს დავბრუნდით საქართველოში ქ. თელავში, სადაც 1980 წელს დავამთავრე ქ. თელავის რუსული სკოლა. 1981 წელს ჩავაბარე თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობა რუსული ენა და ლიტერატურა. 1982 წელს დავოჯახდი და სწავლა გავაგრძელე ქ.თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1985 წელს. 1987 წლიდან დღემდე ვმუშაობ ქ.თბილისის ვაჟა-ფშაველას სახელობის № 87 საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად. 2013 წელს არჩეული ვიყავი 87–ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრად. მაქვს ჩაბარებული პედაგოგის სასერტიფიკაციო გამოცდები როგორც უნარებში და საგანში, აგრეთვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და ინგლისურ ენაში. მაქვს მინიჭებული საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ვიყავი ფასილიტატორი, მენტორი, მაქვს გავლილი ტრენინგები, ვესწრებოდი კონფერენციებს და მუდმივად ვმუშაობ ჩემ თავზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ვფლობ რუსულ ენას თავისუფლად, ინგლისურს და პოლონურს დამაკმაყოფილებლად, აგრეთვე ვიცი და ვიყენებ კომპიუტერულ პროგრამებს: Word Excel PowerPoint Outlook Photoshop და სხვა.
მყავს მეუღლე-ალექსანდრე ლოლაძე, პროფესიით მართვის ინსტრუქტორი. აგრეთვე მყავს ორი ვაჟი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
577 33 12 44

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge