2024-03-25 12:41:10
21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
2024-03-25 12:41:10

21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

„ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“!
2024 წლის 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლაში. მოსწავლეებმაც მცირე წვლილი შეიტანეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში მათ დაამზადეს სანფორმაციო პლაკატები და მეგობრებს გაუზიარეს.
• დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებთან დაკავშირებულ, ჩვენ მიერ წინასწარ შექმნილ პესიმისტურ წარმოდგენებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჩვენ ქცევაზე მათთან მიმართებაში და პოტენციურად გააძლიერონ სტერეოტიპები
• სოციოლოგიაში ამ ფენომენს მოიხსენიებენ, როგორც "თვითშესრულებულ წინასწარმეტყველებას"
• მოდი ყველაფერს სხვა კუთხიდან შევხედოთ - თუკი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ ჩვენი ვარაუდები ნეგატიურიდან პოზიტიურისკენ შეიცვლება, ეს შესაძლოა გახდეს მათი შესაძლებლობების ზრდის წინაპირობა და ოპტიმისტური ვარაუდები რეალობად იქცეს
• უმეტესწილად შედეგი განწყობის პირდაპირპროპორციულია
• წინასწარ ნუ გადაუსვამთ ხაზს ადამიანების შესაძლებლობებს
• თუ დაიჯერებთ, ნახავთ - დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს გასაოცრად ბევრი რამ შეუძლიათ.


იხილეთ დანართი
2024-03-21 05:34:52
“რა? სად? როდის?”
2024-03-21 05:34:52

“რა? სად? როდის?”

2024 წლის 19 მარტს ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" სუპერ-ფინალი, რომელშიც იასპარეზეს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ექვსეულებს შორის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა გუნდმა - "მაღვიძარა" და მასწავლებელთა გუნდმა - "ევრიკა"
დაძაბული თამაშის შემდეგ, დამსახურებული და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა მოსწავლეთა გუნდმა "მაღვიძარამ" ანგარიშით 8-7;
სასკოლო საზოგადოების სახელით შეჯიბრის ორგანიზატორსა და წამყვანს ბატონ მიშა დარჩიასა და ყველა მონაწილეს მადლობას ვუხდით საინტერესო თამაშისათვის.
გუნდ "მაღვიძარას" ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას.
"ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა..."


იხილეთ დანართი
2024-03-19 08:36:06
2024 - 2025 სასწავლო წლისთვის პირველ ლასში მისაღები ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო
2024-03-19 08:36:06

2024 - 2025 სასწავლო წლისთვის პირველ ლასში მისაღები ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!

2024 წლის 06 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველ კლასელთა რეგისტრაციას 2024 - 2025 სასწავლო წლისათვის.
რეგისტრაცია განხორციელდება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, ოთხ ეტაპად.
რეგისტრაციის ეტაპების განხორციელების ვადები, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 04 მარტის #MES 4 24 0000262977 ბრძანებით ეტაპების მიხედვით არის შემდეგნაირი:
I ეტაპის - რეგისტრაცია, განხორციელდება 2024 წლის 06 მარტიდან 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდში 1400 საათიდან 1800 საათამდე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. რეგისტრაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
ა) მშობელი განცხადებით მიმართავს სკოლას, რომლის საფუძველზეც სკოლის ადმინისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIშ) ბაზაში ახდენს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას;
ბ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი ავსებს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მომართვის ფორმას, რომელიც ეგზავნება სამინისტროს, რის შემდეგაც, მშობელთან კომუნიკაციის და შეთანხმების საფუძველზე, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ხდება ბავშვის შეფასება და საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა;
გ) მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას უგზავნის მშობელს და სკოლას. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა ახდენს ბავშვის ჩარიცხვას პირველ კლასში. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით პერიოდი;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არ დაუდასტურდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, მშობელს საშუალება ექნება რეგისტრაცია განახორციელოს რეგისტრაციის მომდევნო ეტაპებზე.
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლებელია ჩაითვალოს ბავშვი რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა;
ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
გ) სწავლის უნარის დარღევა;
დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;
ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
ი) აუტიზმის სპექტრის მქონე;
ბავშვის რეგისტრაციის დროს არ არის საჭირო მშობელმა წარმოადგინოს ჩამოთვლილი დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკმენტები.
II ეტაპის - რეგისტრაცია, განხორციელდება 2024 წლის 01 მაისიდან 2024 წლის 16 მაისის ჩათვლით პერიოდში, 1100 საათიდან 1600 საათამდე, შემდეგი კატეგორიის მოსწავლეებისათვის:
ა) რომლის და-ძმაც სწავლობს ჩვენს სკოლაში;
ბ) რომლის მშობელიც ჩვენი სკოლის თანამშრომელია;
გ) რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ
კლასში (ტყუპები, და-ძმა);
მშობელი ვალდებულია, 2023 წლის 02 მაისიდან 2023 წლის 16 მაისის ჩათვლით, გამოცხადდეს სკოლაში მოსწავლესთან ერთად და წარმოადგინოს მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები 1100 საათიდან 1600 საათამდე.
III ეტაპის - ონლაინ რეგისტრაცია, იმ კატეგოორის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან, პირველი და მეორე კატეგორიებით გათვალისწინებულ პირთა წრეს (ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ 2024 წლის 06 მარტიდან 2024 წლის 16 მაისის ჩათვლით პერიოდში). რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ელექტრონულად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე 2024 წლის 20 მაისიდან 2024 წლის 13 ივნისის ჩათვლით პერიოდში,
რეგისტრირებული მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, 2024 წლის 14 ივნისიდან 2024 წლის 25 ივნისის ჩათვლით, გამოცხადდეს სკოლაში მოსწავლესთან ერთად და წარმოადგინოს სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები 1100 საათიდან 1600 საათამდე.
IV ეტაპის - რეგისტრაცია განხორციელდება, 2024 წლის 27 ივნისიდან 2023 წლის 12 ივლისის ჩათვლით პერიოდში, იმ ვაკანტურ ადგილებზე, რომლებიც განთავისუფლებული იქნება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკმენტების სკოლაში წარმოუდგენლობის საფუძველზე (ის თავისუფალი ადგილები, რომელიც დარჩენილი იქნება სკოლაში I, II და III ეტაპის რეგისტრაციის შემდეგ). ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს სკოლა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი აუცილებელი დოკმენტაციის საფუძველზე.
მშობელი ვალდებულია, 2024 წლის 27 ივნისიდან 2024 წლის 12 ივლისის ჩათვლით, გამოცხადდეს სკოლაში მოსწავლესთან ერთად და წარმოადგინოს სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები 1000 საათიდან 1400 საათამდე.

სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი - 1 ცალი;
გ) მშობლების პირადობის მოწმობების ქსეროასლი;
დ) სურათი, ზომით 3/4 – ზე - 1 ცალი;
ე) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე დევნილია, დევნილობის მოწმობის ქსეროასლი;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სოციალურად დაუცველია, სოციალურად დაუცველობის მოწმობის ქსეროასლი დედანთან ერთად;
ზ) არასწრულწლოვნების რეგისტრაციის ბარათი (იუსტიციის სახლიდან);
დოკუმენტის ჩაბარების პარალელურად მოსწავლე გაივლის გასაუბრებას, რის შემდეგაც მოხდება მისი ჩარიცხვა პირველ კლასში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია:
1. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმეტების წარმოდგენა მითითებულ ვადებში;
2. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების, მითითებულ ვადებში, არ წარმოდგენის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად მოახდენს რეგისტრაციის გაუქმებას.
მოსწავლის რეგისტრაციისას სისტემა მოსწავლეს მიანიჭებს უნიკალურ კოდს, რომლის დამახსოვრება მშობლისათვის სავალდებულოა.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ისარგებლეთ ვებგვერდით www.mes.gov.ge
2024 – 2025 სასწავლო წლისთვის იქმნება ოთხი პირველი კლასი. მათგან სამი აღნიშნულ სასწავლო წელს იქნება პირველ ცვლაში, ხოლო ერთი კი მეორე ცვლაში.
მოსწავლეთა განაწილება კლასების მიხედვით, 2024 – 2025 სასწავლო წლისათვის, მოხდება ფარული კენჭისყრით 2024 წლის 20 აგვისტოს 1000 საათზე სკოლის სააქტო დარბაზში (IV სართულზე). კენჭისყრაზე მოსწავლეთა დასწრება სავალდებულო არაა. მეორე ცვლაში პირველ კლასში დარეგისტრირებულ მოსწავლეებს შორის კენჭისყრა არ ჩატარდება.

სკოლის დირექცია


იხილეთ დანართი
2023-08-30 11:54:24
ახალი სასწავლო წლისთვის მზადება
2023-08-30 11:54:24

ახალი სასწავლო წლისთვის მზადება

გვერდი ამოქმედდა და მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება.

2016-03-09 09:03:55
ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა საგამოცდო ცხრილი
2016-03-09 09:03:55

ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა საგამოცდო ცხრილი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირ -ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის 2015-2016 სასწავლო წლის ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების სემესტრის, ასევე, ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალ საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამების ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა საგამოცდო ცხრილი


იხილეთ დანართი
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge