2013-03-25 07:23:11
2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
2013-03-25 07:23:11

2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ბავშვს 5 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.

რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და 3 ეტაპად ჩატარდება:

I ეტაპი. 01/04/2013-დან 19/04/2013 ჩათვლით. სკოლაში რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ შემდეგი კატეგორიის მოსწავლეებისათვის:

ვისი და–ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და–ძმები).
II ეტაპი. 25/04/2013-დან 03/07/2013. განხორციელდება პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია.

სპეციალური აპლიკაცია განთავსდება საიტებზე www.registration.emis.ge; www.mes.gov.ge. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და რეგისტრაციის ფორმაში შეაქვს შემდეგი მონაცემები: ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სასურველ სკოლაში პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მშობელი იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. მას სისტემის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი სმს–ის საშუალებითაც ეგზავნება, რომლის შენახვაც აუცულებელია.

მშობელს სკოლის არჩევაში დაეხმარება ვებ–გვერდი www.catalog.edu.ge, სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.

მშობელი ვალდებულია სკოლაში მოსწავლის დოკუმენტაცია რეგისტრაციიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს. ვადის გასვლის შემდეგ სისტემა რეგისტრაციის გაუქმებას ავტომატურად მოახდენს.

III ეტაპი. 29/06/2013-დან 05/07/2013. სურვილის შემთხვევაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი ხელახლა დაარეგისტრირონ.

მშობელს რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის და ბავშვის პირადი ნომრის მიხედვით შეუძლია. თუ მშობელმა გადაწყვიტა ერთ სკოლაში მოხსნას და მეორეში დაარეგისტრიროს შვილი, წინასწარ ეკრანზე გამოტანილ ფანჯარაში სასურველ სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილები უნდა შეამოწმოს.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო პორტატულ კომპიუტერს გადასცემს.

2013-02-20 07:45:43
2012-2013 სასწავლო წლის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 სჯარო სკოლის გამოსაშვები გამოცდების 4+4 მოდელის პირველი ეტაპი დაიწყო
2013-02-20 07:45:43

2012-2013 სასწავლო წლის ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 სჯარო სკოლის გამოსაშვები გამოცდების 4+4 მოდელის პირველი ეტაპი დაიწყო

მოგახსენებთ, რომ 2012-2013 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება.
ახალი მოდელის სპეციფიკიდან გამომდინარე, 2012-2013 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას, უშუალოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ.

ჩვენს სკოლა მზად არის აღნიშნული გამოცდების ჩასატარებლად.

2012-12-10 01:26:06
ექსტერნატის ფორმით გამოცდების შესახებ მინისტრის ბრძანება
2012-12-10 01:26:06

ექსტერნატის ფორმით გამოცდების შესახებ მინისტრის ბრძანება


იხილეთ დანართი
2012-10-18 04:34:40
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება 224/ნ 2012 წლის 11 ოქტომბერი
2012-10-18 04:34:40

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება 224/ნ 2012 წლის 11 ოქტომბერი


იხილეთ დანართი
2012-09-21 11:53:17
დირექტორის მოადგილის ვაკანტური ადგილი
2012-09-21 11:53:17

დირექტორის მოადგილის ვაკანტური ადგილი

ვაჟა-ფშველას სახელობის ქალაქ თბილისის
N87 საჯარო სკოლა
გაცნობებთ, რომ სკოლაში არსებობს დირექტორის მოადგილის ვაკანტური ადგილი, რომლის დასაკავებლად დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ მხოლოდ ელ.ფოსტით, მისამართზე:
isanisamgori_erc@yahoo.com

შენიშვნა: დაინტერესებულმა პირებმა ფოსტის სათაურის ველში (subject) უნდა მიეთითოს ვაკანტური ადგილის დასახელება შესაბამისი სკოლის “დირექტორი” ან “დირექტორის მოადგილე”.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან




იხილეთ დანართი
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge