2012-05-09 05:26:15
საფეხბურთო ტურნირი
2012-05-09 05:26:15

საფეხბურთო ტურნირი

8 მაისს დასრულდა ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლაში ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ეძღვნება ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის გარდაცვლილ მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა ხსოვნას. ღმერთმა მოიხსენოს და საუკუნო განსასვენებელი მიჰმადლოს თითოეულ მათგანს.

წლევანდელი ტურნირის გამარჯვებული დაძაბულ საფინალო ორთაბრძოლაში გამოვლინდა, მეათე პირველსა და მეთორმეტე პირველ კლასებს შორის, სადაც გამარჯვება მეთორმეტე პირველმა კლასმა იზეიმა, ანგარიშით 3-1.

ვულოცავთ გამარჯვებულებს წარმატებას და ვუსურვებთ, რომ ასევე წარმატებით ჩაებარებინოთ საატესტატო და ეროვნული გამოცდები. ტურნირის თითოეულ მონაწილეს კი ვუსურვებთ, რომ ჰქონდეთ ხსოვნა იმ ადამიანებისა, რომელთა სახელობის ტურნირი ტრადიციად იქცა ვაჟა-ფშაველას სახელობის N87 საჯარო სკოლაში.

2012-04-26 08:27:25
„ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“
2012-04-26 08:27:25

„ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“

25 აპრილს დასრულდა რიგით მეხუთე თოლოგიურ საღმრთისმეტყველო კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", რომელიც უკვე ტრადიციულად ტარდება ჩვენს სკოლაში. როგორც გასულ წელს, ისე წლევანდელი კონკურსიც თავისი მასშტაბურობით გამორჩეული იყო. მასში მონაწილეობა მიიღო 27 კლასის თითქმის სამასამდე მოსწავლემ. კონკურსი ძალიან დიდი ინტერესით მიმდინარეობდა, რასაც თან ახლდა სურვილი ცოდნის წარმოჩენისა და გამარჯვებისა.

კონკურსმა სტარტი 2012 წლის 21 მარტს აიღო და 25 აპრილს დასრულდა. კლასების მიხედვით გამარჯვებულები ასე გამოვლინდნენ: მესამე კლასებში პირველ ადგილზე გავიდა მესამე მეხუთე კლასი, მეოთხე კლასებში - მეოთხე მესამე კლასი, მეხუთე კლასებში - მეხუთე პირველი კლასი, მეექვსე კლასებში - მეექვსე პირველი კლასი, მეშვიდე კლასებში - მეშვიდე მესამე კლასი, ხოლო დასკვნით, ფინალურ კონკურსზე პირველობა არავის დაუთმო შარშანდელმა გამარჯვებულმა მერვე მეორე კლასმა, რომელსაც გადაეცა გარდამავალი თასი.
ვუსურვებთ გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს შემდგომ წარმატებებს და გამარჯვებებს.

2012-04-25 08:42:06
„გვახსოვხართ“
2012-04-25 08:42:06

„გვახსოვხართ“

24 აპრილს სკოლაში სტარტი აიღო ტრადიცილმა ტურნირმა ფეხბურთში, რომელიც ჩვენი სკოლის გარდაცვლილი კურსდამთავრებულებისა და მოსწავლეების ხსოვნას ეძღვნება. ტურნირში მონაწილეობას იღებენ მერვე-მეთორმეტე კლასის გუნდები. გარდა იმისა რომ მოსწავლეები პოპულარიზაციას უწევენ ყველასათვის საყვარელი სპორტის სახეობას, ამ ტურნისრს ასევე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ეს არის ყოველი ადამიანის უპირველესი ვალი, რომ ახსოვდეს ამ ცხოვრებიდან გარდაცვლილი ადამიანები, ჩვენი მეგობრები, რომელბიც მართალია ჩვენს გვერდით არ არიან, მაგრამ ჩვენ გვახსოვს და გვიყვარს ისინი. სიყვარული ხომ დროითა და მანძილით დაშორებულებს აერთიანებს.

2012-04-03 02:16:57
ყურადღება! დაიწყო პირველ კლასში მოსწავლეთა მიღება 2012-2013 სასწავლო წლისათვის
2012-04-03 02:16:57

ყურადღება! დაიწყო პირველ კლასში მოსწავლეთა მიღება 2012-2013 სასწავლო წლისათვის

საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში 2012-2013 სასწავლო წლისათვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი


იხილეთ დანართი
2012-03-09 06:52:43
"კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით"
2012-03-09 06:52:43

"კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით"

2012, 9 მარტს, ვაჟა-ფშაველას სახელობის N87 საჯარო სკოლის,საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ და პოეზიის მოყვარულთა კლუბმა, სკოლის სააქტო დარბაში გამართა საღამო, რომელიც დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ქალის სიყვარულზე, ქალის სინაზეზე, ქალის ცხოვრებაზე - ლექსებით მოგვითხრეს საღამოს მონაწილეეებმა, შემდეგი ლიტერატურული კომპოზიციებით "ჩემი გაზაფხული გიწოდე", "8 მარტს გილოცავ 8 ვარდით ხელში", "ყველა ბრძენი და მეცნიერი ქალმა დაბადა", "ქალი როცა იქმნებოდა", "შენ თვალებიდან აპრილი გცვივა" და სხვა.

საღამოზე წაკითხულ იქნა ილია ჭავჭავაძისა და გალაკტიონის წერილები ოლღა გურამიშვილისა და ოლია ოკუჯავასადმი. იყო ლექსები დედაზე, სყვარულზე, ქალზე და გაზაფხულზე.

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge