2012-02-25 06:53:01
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
2012-02-25 06:53:01

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

2012 წლის 25 თებერვალს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საბჭოთა უკუპაციისადმი მიძღვნილი გამოფენის დახურვაში, რომელცას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 9 თებერვლიდან მასპინძლობდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია "თოვდა და თბილისს ეხურა თალხი". მოსწავლეებმა თავიანთ გამოსვლაში გააცოცხლეს 1918-1921 წლების საქართველოს უძირითადესი მომენტები: დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან -დამოუკიდებლობის დაკარგვამდე. თხრობას თან ახლდა ოკუპაციის თემაზე შექმნილი, ქართველ მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეთა ნაკლებად ცნობილი ლექსები.

2012-02-25 06:50:16
პოეზიის საღამო
2012-02-25 06:50:16

პოეზიის საღამო

რუსეთის მიერ, 1921 წელს განხორციელებულ საქართველოს უკუპაციას მიეძღვნა პოეზიის საღამო, რომელიც 2012 წლის 17 ოქტომბერს გაიმართა სკოლაში. საღამო სკოლის "პოეზიის მოყვარულთა წრის" თაოსნობითა და ორგანიზებით ჩატრადა. "თოვდა და თბილის ებურა თალხი" - ასეთი იყო პოეზიის საღამოს თემა რომელშიც მონაწილეობა მიიღეს IX და X კალსის მოსწავლეებმა. საღამოზე წაკითხულ იქნა არა მარტო ლექსები რომლებიც ოკუპაციის თემას ეძღვნებოდა, არამედ იმ ქართველ საზოგადო მოაღვაწეთა მოგონებები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება, სამშობლოდან შორს, იძულებით ემიგრაციაში განვლეს. მოსწავლეებმა, პოეზიის საღამოზე საკუთარი შემოქმედებაც წარმოადგინეს.

2012-02-24 08:53:16
„ოკუპაციის კვირეული“
2012-02-24 08:53:16

„ოკუპაციის კვირეული“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახორციელებს. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს 1921, 2008 წ/წ-ში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე.

ჩვენი სკოლაც გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას და "ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ფილმს „საბჭოეთის ისტორიას“, რომლის შექმნის იდეის ინიციატორები ევროპარლამენტის დეპუტატები არიან. ფილმში ნაჩვენებია საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის შედარება დაწყებული სიმბოლოებითა და იდეოლოგიით, ადამიანთა მასობრივი განადგურების ხერხებით დამთავრებული. ფილმში დოკუმენტური ფოტო და კინო მასალაა გამოყენებული, ჩაწერილია ინტერვიუები თვითმხილველებთან, ცნობილ პროფესორებთან და ისტორიკოსებთან.

2011-12-12 11:28:28
საახალწლო ნაძვის ხე
2011-12-12 11:28:28

საახალწლო ნაძვის ხე

2011 წლის 9 დეკემბერს, გაკვეთილების შემდეგ, სკოლაში საახალწლო ნაძვის ხე მოირთო, სადაც მონაწილეობა მიიღეს მეთერთმეტე და მეათე კლასის მოსწავლეებმა.

სიხარული და სასიამოვნო მუსიკის ჰანგები ახლდა საახალწლო ნაძვის ხის მორთვას, სადაც მოსწავლეებთან ერთად სკოლის დირექტორი და მასწავლებლები იღებდნენ მონაწილეობას.

ღმერთმა ინებოს ახალი 2012 წლის სიხარულით შემობრძანება და მთელი სამყაროში მშვიდობა, ჩვენი სამშობლოს გამთლიანება, ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის წარმატება და სრულიად საქართველოს ერთობა, ამინ.

2011-12-12 11:28:14
პოეზიის საღამო
2011-12-12 11:28:14

პოეზიის საღამო


2011 წლის 8 დეკემბერს მეცხრე მესამე კლასის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო. "ჩემი საყვარელი ლექსი" ასე ერქვა საღამოს სადაც მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს როგორც საკუთარი ისე ქართული პოეზიის შესანიშნავი ნიმუშები.

იყო არა მარტო ლექსები, არამედ საინტერესო საუბარი პოეზიაზე და ზოგადად ლიტერატურაზე. კიდევ ერთხელ გამოჩნდა პოეზიის ძალა და სასიკეთო გავლენა ამ საღამოზე. მოსწავლეები სრულიად ახლებურად, მოულოდნელად სასიხარულოდ წარმოჩნდნენ, ვიდრე ისინი ყოველდღიურად ჩანდნენ.

ამავე საღამოზე დაიბადა იდეა, რომ ასეთი საღამოები გაიმართოს რეგულარულად, სადაც ნებისმეირ მოსწავლეეს შეეძლება მონაწილეობის მიღება და მისთვის საყვარელი ლექსისა თუ პროზაული ნაწარმოების წაკითხვა.

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge