2011-12-12 11:28:14
პოეზიის საღამო
2011-12-12 11:28:14

პოეზიის საღამო


2011 წლის 8 დეკემბერს მეცხრე მესამე კლასის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო. "ჩემი საყვარელი ლექსი" ასე ერქვა საღამოს სადაც მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს როგორც საკუთარი ისე ქართული პოეზიის შესანიშნავი ნიმუშები.

იყო არა მარტო ლექსები, არამედ საინტერესო საუბარი პოეზიაზე და ზოგადად ლიტერატურაზე. კიდევ ერთხელ გამოჩნდა პოეზიის ძალა და სასიკეთო გავლენა ამ საღამოზე. მოსწავლეები სრულიად ახლებურად, მოულოდნელად სასიხარულოდ წარმოჩნდნენ, ვიდრე ისინი ყოველდღიურად ჩანდნენ.

ამავე საღამოზე დაიბადა იდეა, რომ ასეთი საღამოები გაიმართოს რეგულარულად, სადაც ნებისმეირ მოსწავლეეს შეეძლება მონაწილეობის მიღება და მისთვის საყვარელი ლექსისა თუ პროზაული ნაწარმოების წაკითხვა.

2011-12-12 11:27:28
მაძიებლებთან გასაუბრების შედეგები
2011-12-12 11:27:28

მაძიებლებთან გასაუბრების შედეგები

2011-12-01 12:59:43
გასაუბრება მაძიებლებთან
2011-12-01 12:59:43

გასაუბრება მაძიებლებთან

2011 წლის 25-30 ნოემბერს სკოლაში მიმდინარეობდა მასწავლებლის მაძიებლობის მაძიებელთა შერჩევის პროცესი. შეიქმნა კომისია დირექტორის, პედაგოგიური და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეების და მენტორ მასწავლებლების შემადგენლობით. სხდომები მიმდინარეობდა გასაუბრების რეჯიმში.

ამჟამად კომისია მუშაობს გასაუბრების შედეგების განხილვასა და მაძიებლების კანდიდატურების საბოლოო შეჯერებაზე.


იხილეთ დანართი
2011-11-24 01:48:31
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
2011-11-24 01:48:31

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

2011 წლის 22 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის თბილისის N87 საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს IX და X კლასის მოსწავლეებმა.
მონაწილეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ტოლერანტობის არსის შესახებ. ისაუბრეს საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე. თითოეულმა მონაწილემ წაიკითხა თავისუფალი თემა: "რას ნიშნავს ჩემთვის ტოლერანტობ", ამასთან თითოეულმა კლასმა წარმოადგინა პრეზენტაციები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები და სხავასდხა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები.
გთავაზობთ ამ ღონისძიების ამსახველ ფოტომასალას.


იხილეთ დანართი
2011-11-09 01:18:48
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული
2011-11-09 01:18:48

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული

2011 წლის 24-28 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას სახელობის N87 საჯარო სკოლაში ჩატარდა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული.

კვირეული IX მეცხრე მეორე კლასმა ჩარგლიდან, დიდი ვაჟას დაბადების ადგილიდან დაიწყო, სადაც წარმოდგინილ იქნა ლიტერატურული კომპოზიცია: „ვაჟა-ფშაველა-მთის არწივი“.

I კლასმა გაკვეთილზე, ვაჟა-ფშაველას სამყარო გააცოცხლა და თავიანთი ბუკების მეშვეობით „ჩხიკვთა ქორწილი“ ნახა.

III,V,V,VI,VI,VI,VII - კლასის მოსწავლეებმა კი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით, ბუნება მეტად ორიგინალური ფორმით გადმოსცეს სკოლის ეზოში, ფერადი ცარცებით დახატეს მთის წყარო, ია, შვლის ნუკრი, ხმელი წიფელი და სხვა.

XI კლასმა ღონისძიება, ვაჟას შემოქმედებაში პატრიოტიზმის თემას მოუძღვნა.

VI კლასმა კი ვაჟა-ფშაველას იუბილეს ხელნაწერი წიგნი მიუძღვნა.

VIII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა „კაი ყმა“ გააცოცხლეს ვაჟას შემოქმედებიდან.

VI და VI კლასის მოსწავლეებმა ვაჟას ბუნება აამეტყველეს.

III და IV კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისა და ცხოვრების უმთავრესი მომენტები გადმოსცეს.

IV, I, III კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე ისაუბრეს და მოაწყვეს თეატრალური კომპოზიცია.

IV კალსის მოსწავლეებმა, მთაწმინდის პანთეონში მიაგეს პატივი დიდი მგოსანს.

V კლასმა „ზამთრის ზღაპარი“ წარმოადგინა.

IV კლასმა „სათაგური“ გააცოცხლა სცენაზე.

VII, IX , XII -კლასელებმა კი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ქრისტიანული მსოფლმხედველობის საკითხები წარმოაჩინეს.

III კლასელებმა ვაჟა-ფშაველას უკვდავი პოეზიის საღამო გამართეს.

V კლასმა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების განხილვა მოაწყო.

III კლასმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების უმთავრესი მომენტები გააცოცხლა.

VIII კლასი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა, სადაც მგოსნის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ უნიკალურ ფოტო მასალას გაეცნო.

გარდა ამისა კვირეულის ფარგლებში შეიქმნა არა-ერთი კედლის გაზეთი და სლაიდ შოუ.

28 ოქტომბერს გაიმართა გვირეულის დასკვნითი საღამო კვირეულში მონაწილეთა მონაწილეობით.

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge