2011-10-04 09:33:51
"მახსოვს და მიყვარს"
2011-10-04 09:33:51

"მახსოვს და მიყვარს"


ოკუპირებული აფხაზეთის თემას მიეძღვნა 27 სექტემბერს საღამო `მახსოვს და მიყვარს~. ჩვენი სკოლის 9, 10 და 11 კლასის მოსწავლეებმა აფხაზეთის რაიონების შესახებ წარმოადგინეს ისტორიული, ლიტერატურული, გეოგრაფიული და რელიგიური ნარკვევები. თითოეულმა კლასმა ვიდეო და დოკუმენტური მასალით გააცოცხლა აფხაზეთის ღისშესანიშნეობები, კულტურული ძეგლები თუ ეკლესია მონასტრები.
რატომ არის აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი? თავიანთი ნამუშევრებით სწორედ ამ კითხვაზე გასცა პასუხი თითოეულმა მონაწილემ.

ღონისძიების ბოლოს თითოეულმა კლასმა საქართველოს რუკა დახატა და თავიანთი ნამუშევრებში გამოხატა ხედვა საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.
საღამოს დასარულს მოსწავლეთა ნამუშევრები შეაფასეს და მიმართეს პედაგოგებმა.

2011-09-20 09:55:37
ახალი სასწავლო წლის დაწყება
2011-09-20 09:55:37

ახალი სასწავლო წლის დაწყება

2011 წლის 15 სექტემბერს ვაჟა-ფშაველას სახელობის N87 საჯარო სკოლაში ახალი, რიგით 63-ე სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება ტრადიციულად საზეიმო ცერემონიით დაიწყო.
საზეიმო ცერემონია გახსნა დირექტორის მოადგილემ ლევან ბუკიამ. მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სტუმრებს ლექსებით მიესალმნენ I კლასის მოსწავლეები ნიკოლოზ ნოზაძე და ნიტა ნატროშვილი.

მოსწავლეებს ახალის სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მიქაელ კაპანაძემ, 2010-2011 წლის ვერცხლის მედალოსანმა მარიამ ჩიბურდანიძემ, 2010-2011 წლის ექსტერნმა სოფიო საათაშვილმა.

ბოლოს კი ტრადიციულად, სწავლის დაწყება მოგვილოცა სკოლის დირექტორმა ბატონმა დავით ჭეიშვილმა. ზეიმის ბოლოს გაიმართა სახელმწიფო დროშის აღმართვა, რომლის პატივი წილად ხვდათ: 2010-2011 სასწავლო წლის ვერცხლის მედალოსნებს, ნათია ზარდიაშვილს და მარიამ ჩიბურდანიძეს, 2010-2011 სასწავლო წლის ექსტერნებს: სოფიო საათაშვილს და მირიან ქოიავას, ჩვენი სკოლის უხუცეს მოსწავლეს, მეთორმეტე კლასელ აკაკი გავაშელიშვილს და ტრადიციულად, სკოლის დირექტორს ბატონ დავით ჭეიშვილს და იმ პირველკლასელ მოსწავლეებს, რომლებმაც პირველებმა შემოიტანეს საბუთები ნიტა ნატროშვილს და ნიკოლოზ ნოზაძეს.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ გადახდილ იქნა ღმრთისმშობლის პარაკლისი, რომელიც აღავლინეს კლდისუნბის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა მამა მიქაელმა და ავჭალის იოანე ნათლიმცემლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახურმა მამა გაბრიელმა.

ამავე დღეს, გაკვეთილების შემდეგ, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ტრადიციული საზეიმო კონცერტი, "სიყვარულის დღესასწაული". საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და სამუსიკო სტუდიის წარმომადგენლებმა.


იხილეთ დანართი
2011-09-20 09:53:46
ტრადიციული მოლოცვა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში
2011-09-20 09:53:46

ტრადიციული მოლოცვა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში

ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, ტრადიციულად, ვაჟა-ფშაველას სახელობის N87 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსალოცად იყვნენ მონასტერში. წინა წლებისაგან განსხვავებით, წლეულს პედაგოგიური კოლექტივი იოანე ნათლისმცელმის სახელობის ავჭალის მამათა მონასტერს ეწვია.
მონასტერში მისულებს არქიმანდრიტი მამა იოანე შეხვდა, რომელიც გაესაუბრა პედაგოგებს. გადახდილ იქნა პარაკლისი. ქადაგებისას მამა იოანემ მასწავლებლებს უსურვა ღმრთის წყალობა და მადლი, მხნეობა და გამძლეობა მასწავლებლის მძიმე და საპატიო ტვირთის ღირსეულად შესრულებისათვის.


იხილეთ დანართი
2011-08-31 03:03:48
ვაკანსია!
2011-08-31 03:03:48

ვაკანსია!

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლა აცხადებს გეოგრაფიისა და მათემატიკის პედაგოგის შესარჩევ კონკუსს.
კონკურსის საფუძვლეზე შერჩეულ პედაგოგებს დაევალებათ:
- საგნობრივი პროგრამების შემუშავება;
- გაკვეთილების დაგეგმვა/ჩატარება;
- ჩატარებული გაკვეთილის შეფასება/ანალიზი;
- საგაკვეთილო მასალების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
- კათედრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
- ანგარიშის მომზადება კათედრის გამგისა და დირექციის მოთხოვნის შესაბამისად;
- სკოლის ელექტრონული ჟურნალის წარმოება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება;
- პედაგოგიური გამოცდილება;
- სერთიფიცირებული;
- სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
- საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა;
- ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების გამოცდილება;
- საგაკვეთილო პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ელ.ფოსტაზე: iverielni@yahoo.com საჭიროა გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
1. CV;
2. განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. სამოტივაციო წერილი;
4. განათლების სფეროში მომუშავე სამი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი და ტელეფონები;
4. საფეხურების მიხედვით ორ-ორი გაკვეთილის სანიმუშო გეგმა.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 10 სექტემბერი, 18 საათი. დაგვიანებით ან არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს.

2011-08-31 01:17:02
მშობელთა საყურადღებოდ!
2011-08-31 01:17:02

მშობელთა საყურადღებოდ!

ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლის სასწავლო პროცესში 2011-2012 სასწავლო წელს დაშვებულ სახელმძღვანელოთა ჩამონათვალი კლასების მიხედვით.


იხილეთ დანართი
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge