2011-04-15 04:49:51
ექსტერნის საგამოცდო ტესტების ნიმუშები
2011-04-15 04:49:51

ექსტერნის საგამოცდო ტესტების ნიმუშები

გთავაზობთ 2010-2011 სასწავლო წლის ექსტერნის ფორმით XI-XII კლასის
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის საგამოცდო ტესტებს სწორი პასუხებით


იხილეთ დანართი
2011-04-13 10:40:47
9 აპრილი - ერთდროულად ტკივილი და სიხარული
2011-04-13 10:40:47

9 აპრილი - ერთდროულად ტკივილი და სიხარული

9 აპრილის ტრაგედიას მიეძღვნა საღამო რომელიც 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.

არის თარიღები საქართველოს ისტორიაში, რომლებსაც იმთავითვე ორმაგი დატვირთვა და მნიშვნელობა მიენიჭა. 1989 წლის 9 აპრილთანაა დაკავშირებული ქართველი ერის თავისუბლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი. სამწუხაროდ ამ ბრძოლას მოჰყვა მსხვერპლი, თავისუფლებამოწყურებული უდანაშაულო ადამიანებისა, ქალებისა და ბავშვებისა. მათი დანაშაული იყო ის რომ უყვარდათ სამშობლო და ითხოვდნენ მის თავისუფლებას. მაგრამ არც ერთი ბრძოლა უკვალოდ არ ქრება. არც ჩვენი უახლოესი წინაპრების ბრძოლას ჩაუვლია უკვალოდ. 1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ დროიდან მოყოლებული 9 აპრილი ყოველთვის ორმაგ დატვირთვას ატარებს. ერთის მხრივ ის გვახსენებს უდანაშაულო ჩვენი თანამემამულეების წმინდა სისხლს და მეორეს მხრივ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სიხარულს.

სწორედ ეს მომენტები გააცოცხლეს ჩვენმა აღსასზრდერლებმა ამ დღეს. მაგრამ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ საღამოს. ეს იყო იმ ქალბატონის მობრძანება, რომლის ხმა და სიმღერა მარადიულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. ქალბატონი ლეილა, რომლის ნამღერი "დაუკარით რომ ძველ ხანჯალს" გაისმოდა იმ 9 აპრილს და გაისმა ჩვენი სკოლის დარბაზშიც, სადაც ძველი და ახალი თაობის ადამიანებმა კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლთა ხსოვნას.

2011-03-28 12:10:04
თორმეტი მოციქულის სახელზე მარადმწვანე ხეები დაირგო
2011-03-28 12:10:04

თორმეტი მოციქულის სახელზე მარადმწვანე ხეები დაირგო

უჩვეულო იყო წირვის დასასრულს სამების საკათედრო ტაძარი 2011 წლის 27 მარტს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ნერგებით მოვიდნენ ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც გადაწყვიტეს ამ მეტად მნიშვნელოვან და საშვილიშვილო საქმეში თავიანთი წვილი შეიტანონ.

აქვე იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც, რომლებმაც სიხარულით აიტაცეს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება. წირვის დასასრულს პატრიარქმა თავის ქადაგებაში ხაზი გაუსვა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიაზე ზრუნვას და მოუწოდა ახალგაზრდებს მეტი აქტიურობით ჩაერთონ ამ საქმეში.

წირვის შემდეგ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თორმეტი მოციქულის სახელზე დარგეს ახალი ნერგები. მადლობა გვინდა უთხრათ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ, ბატონ გიორგი გაგოშიძეს გაწეული დახმარებისათვის.

მადლობას ვუხდით სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებს და ყველა იმ მოსწავლეს რომლებმაც შესაშური ერთგულება და თანადგომა გამოიჩინეს. იმედია ასეთივე მონდომებით გაუფრთხილედებით ყველა, ახალ ნარგავებს და ვიზრუნებთ ჩვენი გარემოს დაცვისათვის.

2011-02-24 08:27:43
ოკუპაციის კვირეული
2011-02-24 08:27:43

ოკუპაციის კვირეული

21-25 თებერვალს საქართველოში ოკუპაციის კვირეული აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით 23 თებერვალს სკოლის სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ 10-12 კლასის მოსწავლეები და იმ პერიოდის ისტორიის გახსენებით პატივი მიაგეს იმ ადამიანთა ხსოვნას რომლებიც იდგნენ დემოკრატიული საქართველოს სათავეებთან. შეხვედრას ვიქტორინა კონკურსის ფორმით ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა წარმატებით გასცეს პასუხები კითხვებს რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა პერიოდს, დამოუკიდებლობის გამოცხადებას, დემოკრატიული საქართველოს საშინაო თუ საგარეო საკითხებს, საბჭოთა რუსეთის აგრესიას და მე-11 წითელი არმიის შემოჭრას და საქართველოს ანექსიას შეეხებოდა.

ოკუპაციის კვირეულს მიეძღვნა ასევე მთელი კვირის განმავლობაში ფილმების ჩვენება რომელიც საბჭოთა რუსეთის მხრიდან დემოკრატიული საქართველოს ოკუპაციას და ანექსიას და 1924 წლის აჯანყებას შეეხებოდა.

2011-02-17 03:08:37
სკოლის კურთხევა
2011-02-17 03:08:37

სკოლის კურთხევა

2011 წლის 16 თებერვალს უჩვეულო ფუსფუსი და მზადება იყო ჩვენს სკოლაში. ამ დღეს, ჩვენი სკოლის მოძღვარმა, რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ, სამღვდელოებასთან ერთად, სკოლის კურთხევის საზეიმო მსახურება შეასრულა. ტრადიციულად ამ დღისთვის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა შეაგროვეს შემოწირულობა მშენებარე მონასტრისთვის, რომელიც მსახურების დასასრულს მეუფე იოანეს გადაეცა.

სკოლის კურთხევაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა. სახელდახელოდ, ამ დღისთვის გამართულ ტრაპეზე, მეუფე იოანემ მადლობა შესწირა ღმერთს იმისათვის რომ არის საშუალება ტრადიციულად შევიკრიბოთ სკოლის კურთხევის მსახურებაზე. მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს ბატონ დავით ჭეიშვილს და მასწავლებლებს იმ დიდი ღვაწლისათვის რასაც ისინი ეწევიან მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge