2011-02-09 12:04:18
მეთორმეტე კლასელთა და ექსტერნთა საყურადღებოდ!
2011-02-09 12:04:18

მეთორმეტე კლასელთა და ექსტერნთა საყურადღებოდ!

ინფორმაცია გამოსაშვები გამოცდების შესახებ იხილეთ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე: http://www.naec.ge/index.php?id=631&lang=geo

2011-01-28 01:35:45
ყურადღება! იწყება პირველ კლასში მოსწავლეთა მიღება 2011-2012 სასწავლო წლისათვის
2011-01-28 01:35:45

ყურადღება! იწყება პირველ კლასში მოსწავლეთა მიღება 2011-2012 სასწავლო წლისათვის

საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში 2011-2012 სასწავლო წლისათვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი


იხილეთ დანართი
2010-12-30 06:46:25
პედაგოგიური საბჭოს სხდომა
2010-12-30 06:46:25

პედაგოგიური საბჭოს სხდომა

2010 წლის 29 დეკემბერს ჩატარდა ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლის პედსაბჭოს სხდომა

დღის წესრიგი

1. I სემესტრის შედეგების განხილვა და ანალიზი.
2. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შესახებ.
3. სკოლის შინაგანაწესში ცვლილების შეტანის შესახებ.
4. კითხვის ტექნიკის დაუფლება ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილებზე (I საფეხურზე).

პედაგოგიურმა საბჭომ გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნეს მიღებული I სემესტრის მონაცემები და I სემესტრის შეწდეგები შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.
2. ა) მე-12 კლასის მოსწავლე კაპანაძე გიორგის და მე-12 კლასის მოსწავლე ძამუკაშვილ ლაშას არასაპატიო გაცდენა, გაპარვა, დაგვიანების შესახებ დებულების I I პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმადდაეწიათ ყოფაქცევაში ნიშანი და დაეწერათ „არადამაკმაყოფილებელი“
ბ) დაევალოს კლასის დამრიგებლებს ამ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს აღნიშნული მოსწავლეების მშობლებს.
3. დღის წესრიგის მე-3 და მე-4 საკითხები განხილულ იქნეს 2011 წლის 05 იანვარს.

2010-12-30 05:27:56
2010 წლის გაცილება
2010-12-30 05:27:56

2010 წლის გაცილება

ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლის ფოიეში აღმართულმა ნაძვის ხემ გვაუწყა 2011 წლის მოახლოება. მიმავალ წელს კი სკოლა დაემშვიდობა ინტელექტუალურ-მხიარული ღონიძიებებით.

23 დეკემბერს სკოლაში განხორციელდა ინტელექტუალური პროექტი "ეს არის მათემატიკა!".ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იმ კლასის მოსწავლეები, რომლებსაც მათემატიკას ასწავლის მაია ჯავაშვილი. წინა საახალწლო განწყობის ფონზე მხიარული ტექსტებით ბავშვებმა მაყურებელს განუმარტეს: რას შეისწავლის, რაში გვჭირდება მათემატიკა. მშრალი მათემატიკური ტექსტები მოსწავლეებმა გაახალისეს სიმღერებითა და ლექსებით. ღონისძიების ბოლოს კი ყველამ ერთხმად აღიარა: აი, ეს არის მათემატიკა!

III კლასში ქალბატონ ქეთო ხურციძის ხელმძღვანელობით ჩატარდა "საახალწლო მეჯლისი სასახლეში".

I კლასის მოსწავლეებმა ლიკა ზედგინიძის ხელმძღვანელობით საახალწლო ზეიმზე წარმოადგინეს "რწყილი და ჭიანჭველა".

დეკემბრის სუსხიანი დღეეები გაახალისა პირველ კლასებში ერთმანეთის მიყოლებით ჩატარებულმა საახალწლო ზეიმებმა. ხელოვნების მასწავლებელმა დ. ღვინიაშვილმა III კლასის მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - "ქრისტე იშვა ბეთლემსაო".

მუსიკის მასწავლებლებმა მ. დემეტრაძემ და თ. მერკვილიშვილმა დაწყებით კლასებში წარმოადგინეს საახალწლო მუსიკალური კომპოზიციები.

25 დეკემბერს სკოლის სააქტო დარბაზში X კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელ ნესტან ყავლაშვილთან ერთად მოაწყვეს საახალწლო კარნავალი.

ეს არის მოკრძალებული ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლითაც ჩვენმა სკოლამ გააცილა 2010 წელი


იხილეთ დანართი
2010-12-17 12:07:39
პედაგოგთა საყურადღებოდ!
2010-12-17 12:07:39

პედაგოგთა საყურადღებოდ!

2010 წლის 29 დეკემბერს ჩატარდება პედაგოგიური საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგი
1. 2010-2011 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შესეგები და ანალიზი
(მომხსენებელი: ქ. ხურციძე)
2. კითხვის ტექნიკის დაუფლება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე (მომხსენებელი: დ. ხეთაგური; მ. ტურიაშვილი; ხ. ჯახუტაშვილი)

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge