2010-12-17 12:07:39
პედაგოგთა საყურადღებოდ!
2010-12-17 12:07:39

პედაგოგთა საყურადღებოდ!

2010 წლის 29 დეკემბერს ჩატარდება პედაგოგიური საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგი
1. 2010-2011 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შესეგები და ანალიზი
(მომხსენებელი: ქ. ხურციძე)
2. კითხვის ტექნიკის დაუფლება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე (მომხსენებელი: დ. ხეთაგური; მ. ტურიაშვილი; ხ. ჯახუტაშვილი)

2010-12-17 11:59:57
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები
2010-12-17 11:59:57

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები

დასრულდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი, შესარჩევი ტური. გთავაზობთ ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეების სახელობით სიას და შედეგებს


იხილეთ დანართი
2010-11-16 11:15:43
„კანონი ჩვენს ცხოვრებაში“
2010-11-16 11:15:43

„კანონი ჩვენს ცხოვრებაში“

ჩვენი სკოლის IX, X, XI კლასის მოსწავლეებთან საადვოკატო ფირმები: ს.პ.ს. „გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია“ და ს.პ.ს „ჯანაშვილის საადვოკატო ბიურო“ ახორციელებენ პროექტს „კანონი ჩვენს ცხოვრებაში“.

პროექტი მიზნად ისახავს სკოლის ასაკის ბავშვებისათვის სამართლებრივი ცოდნის საფუძვლის ჩაყრას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს განვითარებული, კანონის მცოდნე პიროვნებების ჩამოყალიბებას, რომლებიც თავის უფლად შეძლებენ საკუტარი უფლებების დაცვასა და განხორციელებას; შეისწავლიან და გაიზიარებენ საკუტარ მოვალეობებს, ქვეყნისა თუ საზოგადოების წინაშე.

პროექტში მონაწილე მოსწავლეებს შეხვდა და ესაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე. შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა ირინამ დაათვალიერა სკოლის შენობა, დაესწრო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილს მეორე კლასში, შეხვდა და ესაუბრა სკოლის პედაგოგებს. გააცნო მათ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები და მოისმინა მათი მოსაზრებები სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე.

2010-11-10 09:36:10
აკაკის იუბილესთან დაკავშირებით შემაჯამებელი გაკვეთილი
2010-11-10 09:36:10

აკაკის იუბილესთან დაკავშირებით შემაჯამებელი გაკვეთილი

აკაკის წერეთლის იუბილესთან დაკავშირებით მეხუთე კლასში (პედაგოგი ხ.ჯახუტაშვილი) ჩატარდა შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი. მოსწავლეები გაეცნენ აკაკის ფოტო, აუდიო და ვიდეოთეკას. ნახეს ფილმი "აკაკის აკვანი".


იხილეთ დანართი
2010-11-10 09:00:47
სტუმრად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
2010-11-10 09:00:47

სტუმრად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა 87-ე საჯარო სკოლა და სიხარულით, ხალისითა და ინტერესით გავეშურეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისაკენ, სადაც არაჩვეულებრივი გამოფენა გველოდა... ნანახმა კი, რა თქმა უნდა, მოლოდინს გადააჭარბა.საშუალება მოგვეცა საკუთარი თვალით გვენახა ჩვენი წინაპრების რუდუნებით შექმნილი და შემონახული ფასდაუდებელი განძი: ოპიზრების მოჭედლილი სახარება, უნიკალური ხელნაწერები და ა.შ.

კმაყოფილები დავბრუნდით უკან. ამ კმაყოფილებას ავსებდა გამოფენის ორგანიზატორთა შემოთავაზება თანამშრომლობის შესახებ, რასაც სიამოვნებით დავთანხმდით.


იხილეთ დანართი
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge