2010-07-08 03:47:21
ექსკურსია გერგეტში
2010-07-08 03:47:21

ექსკურსია გერგეტში

2010 წლის 29 ივნისს პედაგოგთა პროფესიული კავშირ "იმედის" ორგანიზებით და ინიციატივით მოეწყო ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლის მასწავლებელთა ექსკურსია სვლა გეზით: "თბილისი-სოფ. ახალციხე-სნო-გერგეტი-თბილისი".

2010-06-28 12:21:02
2009-2010 სასწავლო წლის დამთავრება
2010-06-28 12:21:02

2009-2010 სასწავლო წლის დამთავრება

მიიწურა 2009-2010 სასწავლო წელი...

მღელვარე, მცხუნვარე ბოლო დღეები...

მთავრდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხური ჩვენი ბავშვების სასკოლო ცხოვრებისა. მოუთმენლად მოელიან არდადეგების დადგომას. ამასთანავე წუხილიც ახლავს გულს კოლასთან, მეგობრებთან, პედაგოგებთან დროებით განშორების, ყოველდღიური ხალისიანი სასკოლო ცხოვრების დროებით შეწყვეტას...

ის ჩითქოს ჩვეულებრივი დღე უჩვეულო ელფერით შეიმოსა მოულოდნელი სტუმრებით, 87-ე სკოლის 1955 წლის კურსდამთავრებულებით...

მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო თაობათა შეხვედრა სკოლის მერხებთან; სტუმრების მიერ ჩატარებული სასწავლო წლის ბოლო გაკვეთილები X-XI კლასებში; მოსწავლისა და მასწავლებლის როლის შეთავსება ამ უჩვეულო გაკვეთილებზე და... ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო დროშის დაშვების ცერემონია. აქაც მთავარი როლი, ქართული ტრადიციისამებრ, დაეთმო სტუმრებს, რომლებმაც დააჯილდოვეს გამოკითხვის შედეგად სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მასწავლებლები და მოსწავლეები; მიულოცეს სასწავლო წლის დამთავრება; მოუწოდეს მათი მშობლიური სკოლის ტრადიციების, მთავარი ეროვნული და ადამიანური ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება.

მოსწავლეებს სასწავლო წლის დამთავრება მიულოცა სკოლის დირექტორმა ბატონმა დავით ჭეიშვილმა. უსურვა წარმატებები სწავლაში; დაუცხრომელი სურვილი და ღვაწლი ღვთისა და მამულის სიყვარულისა და "სვლა მამულისა ჩვეულებისამებრ".

ამას მოყვა ხანმოკლე კონცერტი: ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული სიმღერები და ცეკვები.

ბოლოს დაიწყო სახელმწიფო დროში დაღმართვის ცერემონია. ამჯერად დროშის დაშვების პატივი წილად ხვდათ სტუმრებს, 1955 წლის კურსდამთავრებულებს.


იხილეთ დანართი
2010-06-23 12:09:04
სკოლის კურთხევა
2010-06-23 12:09:04

სკოლის კურთხევა

ყოველწლიურად ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლაში ხდება სკოლის კურთხევა. ამ ღირშესანიშნავი რიტუალის შესახებ ერთი კვირით ადრე ვრცელდება ინფორმაცია მთელი სკოლის მასშტაბით. მოსწავლეები დიდი მოწიწებითა და მონდომებით ელოდებიან ამ დღის დადგომას.

ახლაც ასე მოხდა. ამა წლის 14 ივნისს შედგა სკოლის კურთხევა, რომელიც აღასრულა რუსთავისა და მარნეულის ეპისკომპსმა იოანემ (გამრეკელმა). მასთან ერთად ღვთისმასხურებაში მონაწილეობდნენ იღუმენი იოანე (გვაჯაია), დეკანოზი მიქაელი (კაპანაძე), დეკანოზი იოანე (მამნიაშვილი), დეკანოზი ზურაბი (მჭედლიშვილი, დეკანოზი ფრიდონი (სპანდერაშვიული), დეკანოზი თამასი (ჩოხელი), მღვდელი გიორგი (ასათიანი) და მღვდელი ირაკლი (დუმბაძე).

სკოლის კურთხევაში სურვილისამებრ ჩაერთნენ მოსწავლეები, რომლებიც მღვდელმსახურთ ეხმარებოდნენ წყლის სხურების, ზეთისცხების და კმევის დროს.

კურთხევის შემდეგ მეუფე იოანებ დალოცა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მათ უსურვა თავიანთი საქმის მართლად და კეთილად აღსრულება.


იხილეთ დანართი
2010-06-23 09:51:23
ლაშქრობა ბეთანიაში
2010-06-23 09:51:23

ლაშქრობა ბეთანიაში

2010 წლის 20-21 ივნისს IX-გ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნესტან ყავლაშვილი) იმყოფებოდა ლაშქრობაში სვლა-გეზით: "თბილისი-ბეთანია-თბილისი". ლაშქრობაში მონაწილეობას ირებდა 18 მოსწავლე, 4 მასწავლებელი და 2 მშობელი. მოსწავლეებმა ფეხით დალაშქრეს ბეთანია-კიკეთის მიდამოები, მოილოცეს ბეთანიის მამათა მონასტერი და დაბანაკდნენ კიკეთის ტყესთან. ბეთანიაში ლაშქრობა ერთ-ერთი დაუვიწყარი დრე იქნება IX-გ კლასის ცხოვრებაში.


იხილეთ დანართი
2010-06-23 08:36:02
კონკურსი - "ღია კარი"
2010-06-23 08:36:02

კონკურსი - "ღია კარი"

2010 წლის 16 ივნისს ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა კონკურსი გეოგრაფიაში "ღია კარის" სახელწოდებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ V, VI, VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს პროექტები სხვადასხვა თემატიკაზე (თემატიკა შერჩეულ იქნა მათი სურვილისამებრ) პრეზენტაციის მიზანი იყო უკეთ შეეცნოთ და შეესწავლათ გეოგრაფიული სამყარო.

ჟიურის წევრებად მოწვეული იყვნენ: პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გეოგრაფიის სახელმძღვანელოების თანაავტორი, ქალბატონი ია ეცეტაძე; გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ხარისხის მართვის უნივერსიტეტის სრული პროფესორი - სოფიკო გორგიჯანიძე; გეოგრაფია-ეკოლოგიის კათედრის ლექტორი - მარინა თურმანიძე.

ჟიურის წევრებმა გამოავლინეს კონკურსში გამარჯვებული პროექტები და მათი ავტორები. ესენი არიან:

V კლასი: აკბარი მარიამი, კირტავა თამაზი, ბენიძე ელისაბედი, წიკლაური გეგა, გვენცაძე ზურაბი, გოგილაშვილი ლევანი.

VI კლასი: ლობჟანიძე ანა.

VII კლასი: სანიკიძე ლუკა, ციგროშვილი სალომე, სარალიშვილი ლია.

VIII კლასი: კახელი ბექა, თამაზაშვილი თამაზი.

IX კლასი: გამჯაშვილი თათია, გიუნაშვილი მარიამი, მირიანაშვილი ნინო, ქობულაშვილი ხატია, სუხიაშვილი ბელა.

X კლასი: გურგენიძე ქეთევანი, საათაშვილი სოფო, მარტყოფლიშვილი ანი, გაბაშვილი ბექა.

კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრებიან საველე ლაშქრობაზე.


იხილეთ დანართი
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge