2010-06-10 08:23:54
სტუმრად პრეზიდენტის სასახლეში
2010-06-10 08:23:54

სტუმრად პრეზიდენტის სასახლეში

2010 წლის 2 ივნისს ჩვენი სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში.

2010-05-18 01:54:51
ბოლო ზარი
2010-05-18 01:54:51

ბოლო ზარი

2010 წლის 14 მაისს ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა კიდევ ერთი საზეიმო საღამო. მე-12-ე კლასის მოსწავლეები ზეიმით გააცილეს საბავშო ბაღის აღსაზრდელებმა. ბავშვებს გზა დაულოცეს სკოლის დირექტორმა დავით ჭეიშვილმა და მასწავლებლებმა. იყო ცრემლი, სიხარული, სიყვარული, გამომშვიდობება მშობლიურ მერხებთან და სკოლასთან.


იხილეთ დანართი
2010-05-18 01:48:33
საფეხბურთო ტურნირი
2010-05-18 01:48:33

საფეხბურთო ტურნირი

2010 წლის 13 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით სკოლაში გაიმართა სკოლის გარდაცვლილი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების სახელობის საფეხბურთო ტურნირი. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ X-1 კლასის და X-2 კლასის მოსწავლეები. გარდამავალი თასის მფლობელები გახდნენ X-2 კლასის მოსწავლეები.მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს X-1 და IX-3 კლასის მოსწავლეებმა.

2010-05-10 02:06:35
ყურადღება!
2010-05-10 02:06:35

ყურადღება!

საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში 2010-2011 სასწავლო წლისათვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი


იხილეთ დანართი
2010-01-25 01:40:51
დიმიტრი შაშკინმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე პრეზენტაცია ჟურნალისტთა კორპუსს წარუდგინა
2010-01-25 01:40:51

დიმიტრი შაშკინმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე პრეზენტაცია ჟურნალისტთა კორპუსს წარუდგინა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში ორდღიანი გასვლითი სემინარი მოუწყო. სემინარის მთავარი მიზანი მათთვის 2010-2011 წლებში ზოგად განათლებაში დაგეგმილი სიახლეების გაცნობა იყო.

დიმიტრი შაშკინმა ვრცლად ისაუბრა სამინისტროს მიზნებზე და მომდევნო ორი წლის განმავლობაში განსახორციელებელ ინიციატივებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ჟურნალისტებმა ყველა კითხვაზე პასუხი პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრისაგან მოისმინეს.

ღონისძიების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელებმა მაია მიმინოშვილმა, ნათია ჯოხაძემ და სოფო გორგოძემ ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობასა და მომავალ გეგმებზე პრეზენტაციები გააცნეს, ასევე უპასუხეს ჟურნალისტთა შეკითხვებს.

შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა განათლების რეფორმის პროცესის გამჭირვალობის გაზრდას ამ რეფორმების საჯაროდ განხილვის გზით.

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge