2016-03-09 09:03:55

ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა საგამოცდო ცხრილი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირ -ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის 2015-2016 სასწავლო წლის ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების სემესტრის, ასევე, ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალ საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამების ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა საგამოცდო ცხრილი


იხილეთ დანართი
2016-02-26 01:53:10
დასკვნითი ღონისძიება
2016-02-26 01:53:10

დასკვნითი ღონისძიება

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლა
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ
2016 წლის 25 თებერვალს 15.00 სთ.ზე
სკოლის სააქტო დარბაზში
წარმოადგინა ისტორიულ-ლიტერატურულ კომპოზიცია
„სად ქართლის დედის ცრემლით ნაბანი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი“
საღამო ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული მამულიშვილების ხსოვნას
მონაწილეობდნენ:
გრიგოლ მიქაძე, ნიკოლოზ ბუსქანძე, ლუკა ჭოლარია, ავთო ხაბეიშვილი, ბექა მარიამული, თორნიკე ხაბულიანი, ცოტნე მიქაძე;

2016-02-23 10:03:47
ოკუპაციის კვირეული
2016-02-23 10:03:47

ოკუპაციის კვირეული

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლაში 2016წლის 18-25 თებერვალს აღინიშნება საბჭოთა ოკუპაციის კვირეული. კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს შემდეგი ღონისძიებები:
დოკუმენტური ფილმების ჩვენება;
ფოტო გამოფენა;
ღონისძიება „სად ქართლის დედის ცრემლით ნაბანი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი“.

2016-01-27 11:25:08
მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, საზოგადოებას !
2016-01-27 11:25:08

მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, საზოგადოებას !

გთხოვთ, გვეწვიოთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის აღდგენილ ვებგვერდზე და გაეცნოთ სკოლის ისტორიას, მის თანამედროვე ცხოვრებას; მოგვაწოდოთ წინადადებები, გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები

2013-03-27 07:48:09
ყურადღება
2013-03-27 07:48:09

ყურადღება

ყურადღება!

საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში 2013-2014 სასწავლო წლისათვის.
პირველ კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა მოხდება მოსწავლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მართვის ავტომატიზირებული საშუალებით რეგისტრაციის შემდეგ.

I ეტაპი. 01/04/2013-დან 19/04/2013 ჩათვლით. სკოლაში რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ შემდეგი კატეგორიის მოსწავლეებისათვის:
• ვისი და–ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
• ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
• ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და–ძმები).

II ეტაპი. 25/04/2013-დან 03/07/2013. განხორციელდება პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია.
სპეციალური აპლიკაცია განთავსდება საიტებზე www.registration.emis.ge; www.mes.gov.ge.
მშობელს სკოლის არჩევაში დაეხმარება ვებ–გვერდი www.catalog.edu.ge, სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.
მშობელი ვალდებულია სკოლაში მოსწავლის დოკუმენტაცია რეგისტრაციიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს. ვადის გასვლის შემდეგ სისტემა რეგისტრაციის გაუქმებას ავტომატურად მოახდენს.

პირველ კლასში ბავშვების ჩარიცხვის მსურველმა მშობლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება დირექტორის სახელზე;
2. დაბადების მოწმობის ნოტარიული წესით დამოწმებული ქსერო ასლი, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ბავშვის პირადი ნომერი;
3. მშობლების პირადობის მოწმობების ქსერო-ასლი;
4. ცნობა მშობელთა საქმიანობის შესახებ;
5. ორი ფოტოსურათი, ზომით 3x4;
6. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი ნოტარიული წესით დამოწმებული ქსერო ასლი;
7. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მსურველები სკოლაში ჩაირიცხებიან ჩამოთვლილი საბუთების წარმოდგენის შემდეგ, გასაუბრებით.

საბუთების მიღება იწარმოებს:
ა) 2013 წლის 01 აპრილიდნ 03 ივლისამდე 1200 საათიდან 1400 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.
შენიშვნა:1. ჩარიცხულ მოსწავლეთა კლასების მიხედვით განაწილება მოხდება ფარული კენჭისყრით 2013 წლის 10 ივლისს, 1200 საათზე, მშობლების თანდასწრებით. კენჭისყრის „კენჭის“ პირველად ამოღების უპირატესობით ისარგებლებს ის მშობელი, რომელსაც ადრე აქვს შემოტანილი საბუთები.
2. დაკომპლექტებულ კლასში პედაგოგების განაწილება მოხდება პედაგოგებს შორის ფარული კენჭისყრის პრინციპით 2013 წლის 05 სექტემბერს 1500 საათზე.3. 2013-2014 სასწავლო წლისათვის პირველ კლასში მისაღები კონტიგენტი შეადგენს 150 მოსწავლეს.

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge