2011-07-14 10:29:57
პირველ კლასში ჩარიცხულ მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ!
2011-07-14 10:29:57

პირველ კლასში ჩარიცხულ მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ!

2011-2012 სასწავლო წლის პირველ კლასში ჩარიცხულ მოსწავლეთა განაწილება კლასების მიხედვით


იხილეთ დანართი
2011-06-28 05:23:13
ვაკანსია!
2011-06-28 05:23:13

ვაკანსია!

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლა აცხადებს ინგლისურის პედაგოგის შესარჩევ კონკუსს.
კონკურსის საფუძვლეზე შერჩეულ პედაგოგებს დაევალებათ:
- საგნობრივი პროგრამების შემუშავება;
- გაკვეთილების დაგეგმვა/ჩატარება;
- ჩატარებული გაკვეთილის შეფასება/ანალიზი;
- საგაკვეთილო მასალების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
- კათედრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
- ანგარიშის მომზადება კათედრის გამგისა და დირექციის მოთხოვნის შესაბამისად;
- სკოლის ელექტრონული ჟურნალის წარმოება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება;
- პედაგოგიური გამოცდილება;
- სერთიფიცირებული;
- სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
- საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა;
- ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების გამოცდილება;
- საგაკვეთილო პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ელ.ფოსტაზე: iverielni@yahoo.com საჭიროა გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
1. CV;
2. სამოტივაციო წერილი;
3. განათლების სფეროში მომუშავე სამი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი და ტელეფონები;
4. საფეხურების მიხედვით ორ-ორი გაკვეთილის სანიმუშო გეგმა.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 10 აგვისტო, 18 საათი. დაგვიანებით ან არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს.

2011-05-20 09:56:52
ყურადღება!
2011-05-20 09:56:52

ყურადღება!

2011 წლის 27 მაისს, 14 საათზე, 313 კაბინეტში შედგება დისციპლინარული კომისიის სხდომა.

დღის წესრიგი:

1. მეშვიდე მეორე კლასის მოსწავლეების მიერ სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შესახებ.
2. მეშვიდე მესამე კლასის მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დისციპლინის დარღვევის შესახებ.
3. მეათე პირველი კლასის მოსწავლეთა მიერ სკოლის შინაგანაწესისისა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის შესახებ.
4. მეთერთმეტე პირველი კლასის მოსწავლეთა მიერ სკოლის შინაგანაწესისისა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის შესახებ.

დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე: მანანა დემეტრაძე

2011-05-20 09:56:17
თაგვები სხვენში
2011-05-20 09:56:17

თაგვები სხვენში

2011-04-21 02:56:45
პედაგოგთა საყურადღებოდ!
2011-04-21 02:56:45

პედაგოგთა საყურადღებოდ!

2011 წლის 27 აპრილს, 15 საათზე, ტარდება პედაგოგიური საბჭოს სხდომა.



დღის წესრიგი:

1. მოსწავლეთა სპორტული მომზადების მონიტორინგი სკოლაში.
საკითხს წარმოადგენენ: ა. მაღრაძე; ლ. ჩიხიაშვილი; გ. ჩხეიძე

2. მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი სასწავლო პროცესში III საფეხურზე.
საკითხს წარმოადგენენ: ე. ამაშუკელი; ე. კაციაშვილი; ლ. მჟავანაძე

3. მათემატიკის ფლობის დონის მონიტორინგი VI,IX-XII კლასებში (ტესტირება).
საკითხს წარმოადგენენ: მ. აქიშბაია; ქ. ავალიანი

4. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მონიტორინგი და არსებული პრობლემების დაძლევის გზების ძიება.
საკითხს წარმოადგენენ: ლ. ხეცურიანი; მ. სოზაშვილი; მ. ჩოჩია

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge