2010-11-09 03:11:12
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა გეოგრაფიასა და ისტორიაში
2010-11-09 03:11:12

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა გეოგრაფიასა და ისტორიაში

2010 წლის 6-7 ნოემბერს ჩატარდა 2010-2011 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური გეოგრაფიასა და ისტორიაში

2010-10-31 11:53:44
2010-2011 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა
2010-10-31 11:53:44

2010-2011 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

2010 წლის 30-31 ოქტომბერს ჩატარდა 2010-2011 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში (გერმანული, ინგლისური, რუსული)


იხილეთ დანართი
2010-10-30 04:40:20
აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2010-10-30 04:40:20

აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2010 წლის 28 ოქტომბერს, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონიძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის აღსაზრდელებმა.

2010-09-21 03:33:22
ყურადღება!
2010-09-21 03:33:22

ყურადღება!

2010 წლის 24 სექტემბერს, 15:00 საათზე, ფიზიკის კაბინეტში გაიმართება ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგი:
1. ცვლილებები სკოლის 2010 წლის ბიუჯეტში (საშტატო განრიგი, მასწავლებლებს შორის სადამრიგებლოებისა და საათების განაწილება). 15:00 სთ.
2. სკოლაში, 2010-2011 სასწავლო წელს სასწავლო პროცესში დაშვებულ სახელმძღვანელოების განხილვა. 16:00 სთ.
3. დირექტორის კუთვნილი შვებულების შესახებ განცხადების განხილვა . 16:20 სთ
4. მზადება 2010-2011 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებისათვის. 16:30 სთ.

2010-09-16 08:30:25
"... ახალი, რიგით 62-ე სასწავლო წელი დაიწყო..."
2010-09-16 08:30:25

"... ახალი, რიგით 62-ე სასწავლო წელი დაიწყო..."

2010 წლის 15 სექტემბერს ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლამ ახალი, რიგით 62-ე სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება ტრადიციულად საზეიმო ცერემონიით დაიწყო.

მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სტუმრებს მიესალმნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა ბატონმა დავით ჭეიშვილმა, დირექტორის მოადგილემ ლევან ბუკიამ, ისანი-სამგორის ვეტერენთა კავშირის წარმომადგენელმა ბატონმა სერგო სულაძემ, მოსწავლეებმა ეკატერინე აბუთიძემ და რამაზ მათნაძემ. ზეიმის დასასრულს გადახდილ იქნა ახალი სასწავლო წლის დაწყების პარაკლისი, რომელიც აღასრულეს ჯვრის მამის ტაძრის დეკანოზმა მამა თავმასმა და ვაკის წმიდა სამების სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა საბამ.

ამავე დღეს, გაკვეთილების შემდეგ, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა რადიციული საზეიმო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სასწავლო წლის დაწყებას და ღვაწლმოსილი პედაგოგების ლიანა იაშვილის და სოფიო მეცხვარიშვილის აქტიური პედაგოგიური მოღვაწობიდან გაცილებას. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, სამუსიკო სტუდიის წარმომადგენლება და ანსამბლ "ივერილენის" მოცეკვავეებმა.

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge